დიდი დანაკლისი - "იუნაიტედი" "ლივერპულთან" წამყვანი ფეხბურთელის გარეშე

დიდი დანაკლისი - "იუნაიტედი" "ლივერპულთან" წამყვანი ფეხბურთელის გარეშე

ერთა ლიგის ფინალური მატჩის პირველ ტაიმში, რაფაელ ვარანმა დაზიანება მიიღო, რის გამოც მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.

დღეს, ფრანგი მოთამაშე მანჩესტერში ჩაფრინდა და გუნდში სამედიცინო შემოწმება გაიარა, სადაც მას დიაგნოზი დაუსვეს. გუნდის ახალწვეულმა დაზიანება საზარდულის კუნთზე მიიღო.

ოფიციალურად რაფაელ ვარანი "ლივერპულთან" მატჩს გამოტოვებს, რომელიც 24 ოქტომბერს გაიმართება. 

ასევე შეგახსენებთ, რომ "წითელ ეშმაკებს" ამ მატჩში კაპიტანი, ჰარი მაგუაიერი დააკლდებათ.

 

2 კვირის წინ
258 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ