როგორ მიმდინარეობს ელიოტის რეაბილიტაციის პროცესი - მილნერის კომენტარი

როგორ მიმდინარეობს ელიოტის რეაბილიტაციის პროცესი - მილნერის კომენტარი

პრემიერლიგის სტარტზე, ჰარვი ელიოტმა უმძიმესი დაზიანება მიიღო, რის გამოც ოპერაცია გაიკეთა, ამჟამად კი რეაბილიტაციის პროცესს გადის.

"ლივერპულის" ვიცე-კაპიტანმა, ჯეიმს მილნერმა, ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:

"დასაწყისიდანვე, ყველაფერი საკმაოდ პოზიტიურად მიმდინარეობს. ელიოტი კარგად პროგრესირებს, მისი მონდომება და დამოკიდებულება კი უბრალოდ გასაოცარია. 

ვფიქრობ, ცოტა ხანში ჰარვი ყავარჯნების გარეშეც მოახერხებს გავლას, რაც დიდებულია. გარდა ფოტოებისა, რომლებიც ვრცელდება, ელიოტი ბევრ სხვა სამუშაოსაც აკეთებს. სასიამოვნოა, რომ ყველაფერი კარგადაა." - განაცხადა მილნერმა.

 

2 კვირის წინ
176 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 541
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ