4 კვირის წინ
სატრასნფერო ბრძოლა "ლივერპულსა" და "ბაიერნს" შორის - ვისთვის იბრძოლებენ კლუბები
სატრასნფერო ბრძოლა "ლივერპულსა" და "ბაიერნს" შორის - ვისთვის იბრძოლებენ კლუბები
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულის" ერთ-ერთ სამიზნეს ლონდონის "ჩელსის" ნახევარცმველი მეისონ მაუნტი წარმოადგენს.

ინგლისეს ფეხბურთელთან დაკავშირებით პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

იწერება, რომ 24 წლის მოთამაშეს გადაბირებით მიუნხენის "ბაიერნიც" დაინტერესდა, რომელიც "ლურჯებს" შეთავაზებას უმზადებს.

გარდა ამ ორი კლუბისა, მეისონის დამატება ლონდონის "არსენალსაც" სურს, რომელიც მზად არიან, "არისტოკრატებს" წინადადებით მიმართონ.

აქვე გეტყვით, რომ მაუნტს ლონონელებთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები