კლოპის ვერდიქტი

გუშინ "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა. მერსაიდელებმა საკუთარ მოედანზე "ნაპოლი" მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი სტუმრებმა მერტენსის გოლის წყალობით მოიგეს, მეორე ნახევარში კი დეიან ლოვრენმა აღადგინა წონასწორობა.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

თამაშის შეფასება...
ცხადია ყველაფრის დასრულდება დღეს გვსურდა და ეს თამაშის დაწყებამდეც ვიცოდით, მაგრამ "ნაპოლისთან" თამაში რთული იყო შარშან, რთული გამოვიდა ახლაც და ასე იქნება მომავალშიც, რადგან ეს ნამდვილად ძლიერი გუნდია. ვინც ამ გუნდის თამაშებს ადევნებს თვალს, იცის მათი სათამაშო სტილი, დღეს კი სხვაგვარი "ნაპოლი" ვიხილეთ, ისინი მხოლოდ შედეგზე თამაშობდნენ - მიზანი გოლის გატანა და მთელი ძალებით თავის დაცვა იყო.

პირველი ტაიმის დასკვნითი 15 წუთი ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენ ზეწოლა გავზარდეთ. როგორც უკვე ვთქვი, მეორე ნახევარში ისინი მთელი გუნდით უკან იყვნენ, ფლანგებზე სივრცე იყო და ჩვენ მის გამოყენებას ვცდილობდით, მაგრამ ზედმეტად ადრე ვაწვდიდით ბურთს, მაშინ, როცა სხვა ვარიანტებიც იყო. კარგი გოლი გავიტანეთ, თუმცა საბოლოოდ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც გვსურდა. ფეხბურთში ასეც ხდება ხოლმე.

სიტუაცია ჯგუფში...
მაპატიეთ, მაგრამ ჩემთვის რთულია "ნაპოლის" წინააღმდეგ თამაში. შარშან მათ აქ მოვუგეთ და შემდეგ ეტაპზეც გავედით და ისევე როგორც მაშინ, ახლაც ბოლო წუთამდე არაფერია გადაწყვეტილი. ასე რომ, არაფერი შეცვლილა. ანჩელოტი ჭკვიანია, "ნაპოლი" არაა საუკეთესო ფორმაში, ასეთ დროს კი ცდილობ თავი დაიცვა, მეტოქეს ძლიერი მხარეების გამოყენების საშუალება არ მისცე და კონტრშეტევებით გახვიდე ფონს. სწორედ ასე გაიტანეს გოლი.

ჯგუფში ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ალბათ ბევრი თვლის, რომ "ნაპოლი" შემდეგ ეტაპზეა, რადგან სახლში "გენკს" დაუპირისპირდებიან, "ლივერპულზე" კი ამბობენ, რომ ახლა ბოლომდე მოგვიწევს დახარჯვა, მაგრამ ჯერ არასდროს ყოფილა შემთხვევა მოედანზე ნახევარი ძალით გვეთამაშოს.

რამ შეუქმნა "ლივერპულს" ყველაზე მეტი პრობლემა...
მეტოქის გოლმა და შემდეგ ასე თავის დაცვამ. როგორც წესი, "ნაპოლი" უფრო შემტევი გუნდია. პირველი გოლი ჩვენ რომ გაგვეტანა, შესაძლოა მათ ტაქტიკა შეეცვალათ. სულ ესაა, მეტს ვერაფერს გეტყვით.

ანჩელოტისთან საუბარი...
ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლაზე ვსაუბრობდით და ჯერ კიდევ არ ვთვლი, რომ "ნაპოლიმ" 1/8 ფინალის საგზური გაინაღდა. ჩვენ ერთმანეთს სეზონის დარჩენილ ნაწილში წარმატება ვუსურვეთ.

გასვლითი მატჩი ავსტრიაში...
კარგით რა, 4 წელია აქ ვარ და მითხარით როდის გვქონია მარტივი პერიოდი. შარშან 1:0 მოვუგეთ "ნაპოლის" და ისე გავედით ჯგუფიდან, მაშინ ყველაზე მეტად ვგრძნობდით წნეხს. ასე რომ, არც "ზალცბურგთან" თამაშია პრობლემა. ფაბინიო ტრავმირებულია, შემდეგი კი "ბრაიტონია", ახლა სწორედ ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა "ზალცბურგზე". ხალხს სურდა ყველაფერი დღეს გადაწყვეტილიყო და შემდეგ უბრალოდ გაგვესეირნა ავსტრიაში. ეს არასდროს მომხდარა და არც მოხდება. თუ ამ ტურნირზე ამბიციები გვაქვს, ეს ბოლო ტურში უნდა ვაჩვენოთ კიდეც, მაგრამ მანამდე სხვა მატჩები გვაქვს ჩასატარებელი და ჯერ სწორედ მათზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი.

7 კომენტარები
  • reversi

    ძაან ცუდად ვითამაშეთ უტემპოდ უფანტაზიოდ ჯობდა აქვე გადაგვეწყვიტა ყველაფერი და ბოლოს გაგვესეირნა ავსტრიაში მით უმეტეს ამ მძიმე დეკემბრის კალენდრის ფონზე, მაგრამ ყველაფერი ისევ ჩვენს ხელშია და ვის ვის და ევროპის მოქმედ ჩემპიონს არავისი არ უნდა ეშინოდეს მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი ზალცბურგის. მთავარი ცუდი სიახლე ფაბინიოს ტრავმაა ამ ფრესაც და ჯგუფსაც (რომელშიც პირველზე ვართ და საშველი რა ჭირს) ეშველება მაგრამ იმედია ფაბინიოს რამე არ ჭირს სერიოზული, ბრაიტონთან ისედაც დისკვალიფიკაცია ქონდა და დაისვენებს მაგრამ მერე დერბია და უკვე საჭიროა მისი დაბრუნება

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    არ მესმის ამ ჟურნალისტების,რა გაუხურეს საქმე დრუიდას. გავიგეთ რო ენფილდია და მოგება შეიძლებოდა,მერე ავსტრიაში გასერნება,მაგრამ მე მომეწონა შემართება და რეაქცია გოლის მერე. რაღაცეები გამოდის და რაღაცეები არა. კიდევ გავიმეორებ რო ნაპოლის გოლი ჩასათვლელი არ იყო,მაგრამ ჩაითვალა და ეს მას მერე მოხდა რაც ფაბინიოს ტრანვამ არია სტრატეგია გუნდის. როცა ვამბობ,შემართება მომეწონათქო ამას ვგულისხმობ. გადიხარ მოედანზე,იწყება თამაში,მსაჯი ყველაფერზე უსტვენ,მერე უაზროდ დაჯახება და საყრდენი ზონიდან საოცარ ფორმაში მყოფ კაცს კარგავ,რასაც ცოტა ხანში გოლი მოყვა,რომლის დროსაც მსაჯს დაავიწყდა სასტევნი რო ქონდა და ვირჯილზე აშკარად ფოლი იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით,გახვიდე მოედანზე და მეტოქე კარებზე მიაჯაჭვო არის შესანიშნავი. ცუდი ის არის,რომ მოგება არ გამოვიდა,მაგრამ თამაშის დროს შემართებით კმაყოფილი ვარ. კლოპის რეაქციის კმაყოფილი ვარ,ჰენდოს რეაგირებითაც კონფლიქტზე და ლოვრენის ფორმაში შესვლით ხომ საერთოდ. თუ ვინმე თვლის რო ეს შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი,მაშინ გასაგებია,მაგრამ როცა იტყვის რო კლოპის ბრალია რამე,მაშინ გაიგებარი იქნება. ვინ ვინ და მე არ მესწავლება კლოპის გინება,მაგრამ ეხლა არაფერი მაქვს სათქმელი მაგ მხრივ. აერომ კატასტროფა არაა ეს ფრე და არც ზალცბურგთან წაგება იქნება წარღვნა,რადგანაც მიზნები სხვა არის წელს ჩემი აზრით და ეს ტურნირი ხელის შემშლელი ფაქტორია ამ მიზნების.

    პასუხი გასაჩივრება
  • Redsoul

    ყველაფერი იდეალურად გაკეთდა, უბრალოდ ფაბინოს ტრამვამ არია თამაში. სიამოვნებაა როცა შენი გუნდი ასე ადუღებს კარებთან მოწინააღმდეგეს.

    პასუხი გასაჩივრება
  • დივოკ ორიჯი 222

    ბოლო თამაშებში გადაწყდება ყველაფერი როგორც ყოველთვის

    პასუხი გასაჩივრება
  • lashafss

    ყოველთვის ვერ მოიგებ და მითუმეტეს ასეთ გუნდს , ანჩელოტის !!! :) ყოველთვის თამაში არ წაგივა ისე როგორც გინდა ...

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    lashafss,
    აი ზუსტად მანდ ვარ მეც. ანჩელოტი ბებერი ძაღლია და იცის როგორ ითამაშოს ასეთ თამაშებში. ვალვერდე და მისი მსგავსი კუტაკვერცხა ტრენერი ჰგონია ბევრს,მით უფრო ახალ თაობას. იმ ბარსელონას,რომელსაც 3-0 ქონდა მოგებული ვერ მოუგებდა 4-0 კლოპის ლივერპული. ანჩელოტიმ ისეთი შოკი მიიღო 2005 წელს რო იმის მერე მაგ კაცს 3-0 ვერ ამოუღებს ვერავინ. კლოპს მაგარი ქარიზმა აქვს და გუნდის მოტივირება შეუძლია,მაგრამ კარლოს გამოცდილება აქვს. გვარდიოლას სიტი ქვას ქვაზე არ ტოვებს მარა კლოპთან ვერაფერს შვება,იგივე პონტია ეხლაც, როცა ასე ხდება უნდა აღიარო მეტოქის სიძლიერე და გაგრძელო მუშაობა. მისმა ნაპოლიმ წელს 2 ჯერ მოგვიგო და ეს თამაში ბოლო იმედი რო ყოფილიყო,მაშინ შეიძლებდა მოგება. 1000% საჭირო ლივერპულისგან რო ანჩელოტის ნაპოლი დაამარცხოს. რეალობა ეს არის და კლოპის ბრალი 0 არის აქ. თავს ზემოთ ძალა არ არის და რა უნდა ქნა

    პასუხი გასაჩივრება
  • Steven8

    ნაპოლი ჩვენთვის უხერხული მეტოქეა და ეს ახალი ამბავი არაა. ფრეს არაუშავს, მთავარი პრობლემა ფაბინიოს ტრამვაა. დაცვაში არც ფაბი და არც მატიპი უკვე რთულია საქმე, მთავარია ვანდეიკი არ გახდეს ცუდად,

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen