"ლივერპული" - "ბრაიტონი" [პრევიუ]

შაბათს, თბილისის დროით 19:00 საათზე, პრემიერ ლიგის XIV ტურში "ლივერპული" საკუთარ "ენფილდზე" "ბრაიტონს" უმასპინძლებს.

გუნდების ახალი ამბები

"ლივერპულს" დისკვალიფიკაციის გამო ფაბინიო ტავარესი დააკლდება, თუმცა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელი კოჭის ტრავმის გამო მოედანზე გასვლას დაახლოებით თვენახევარი ვერ შეძლებს.

ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მატჩი ვირუსის გამო გამოტოვა ნაბი კეიტამ, რომელიც უკვე ჯანმრთელია.

"ბრაიტონს" შესაძლოა სოლი მარჩი დააკლდეს, თუმცა თავდამსხმელი აარონ კონოლი თავს კარგად გრძნობს.

"ალბიონელებს" დისკვალიფიკაციის შემდეგ უბრუნდებათ კაპიტანი დანკი.

რევიუ

საუბარი საშინელი ამბით უნდა დავიწყოთ, გუნდისთვის ყველაზე დაძაბულ, გადატვირთულ და მძიმე პერიოდში, სადაც იურგენ კლოპის მხარემ მომდევნო ერთ თვეში დაახლოებით 10 მატჩი უნდა გამართოს, გუნდს უმნიშვნელოვანესი ფიგურა ფაბინიო გამოაკლდა. ფაბიმ კოჭის ტრავმა მიიღო, რაც ძალიან მტკივნეული და რეაბილიტაციას, როგორც ზემოთ ვთქვით დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება.

დიახ, ოთხშაბათის ღამე დიდი იმედგაცრუება იყო. "წითლებს" შეეძლოთ იტალიელების დამარცხება და ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა. ამ შემთხვევაში ავსტრიაში თამაშს ინგლისელებისთვის არანაირი აზრი აღარ ექნებოდა, კლოპი როტაციას მიმართავდა, ბიჭებიც ცოტას დაისვენებდნენ, ახალგაზრდებს თავის გამოსაჩენად კარგი შანში მიეცემოდათ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ამგვარი გათვლები და ზღაპრები არ ხდება. ასეა თუ ისე, რა რა და ლიგის მოქმედ ჩემპიონს დებიუტანტი "ზალცბურგის" არ უნდა ეშინოდეს, ყველგან უნდა უგებდეს და მომდევნო ეტაპზე გადიოდეს. დიახ, ლიგაზე ყველაფერი ისევ "ლივერპულის" ხელშია, ისევე, როგორც ინგლისის ყველა ჩემპიონატში.

ხვალ საღამოს, კლუბმა ქომაგებს გული და ხასიათი უნდა გამოუკეთოს, ბრაიტონს უნდა დაუხვდეს და მადლიანად მოუგოს. მადლიანად იმიტომ, რომ "ლივერპულმა" უკვე გაიმეორა 1998-99 წლების ანტირეკორდი, სადაც ზედიზედ 11 მატჩში გაუშვა გოლი. იურგენ კლოპს დაცვაში სამუშაო აქვს, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია. "ენფილდის" ერთგულ სახეებზე ღიმილი ხვალვე უნდა დაბრუნდეს!
"წითლები" სამ ქულას ელოდებიან, მაგრამ მოლოდინი მაინც მეტი აქვთ. შარშანდელი სეზონის შემდეგ, სადაც კლუბმა მხოლოდ 22 გოლი გაუშვა, წელს 13 ჩატარებულ შეხვედრაში 11-ჯერ არ უნდა ჰქონდეთ საკუთარი კარიდან ბურთი გამოტანილი. სეზონი გრძელია და კლოპს ბევრ საკითხზე მოუწევს ფიქრი. დიახ, მთავარი მოგება და სამი ქულაა, მაგრამ ინგლისში დაგეგმლიად არაფერი ხდება და კლუბს, რომელსაც პრემიერ ლიგა 30 წელია არ მოუგია, საჩემპიონო მარათონში ამ საკითხზეც უნდა ფიქრობდეს. 

პრემიერ ლიგაში არცერთ გუნდს არ ვაკნინებთ, თუმცა ხასიათის გამოსასწორებლად "ენფილდზე" "ბრაიტონზე" უკეთეს მეტოქეს თითქმის ვერ ინატრებ. არანაირი სხვა შედეგი, მხოლოდ და მხოლოდ 3 ქულა და ბონუსისთვის მშრალად შენახული კარი.

ფაქტები
  1. ყველა ტურნირზე ერთად "ლივერპულმა" შვიდივე შეხვედრა მოიგო, გაიტანა 22 ბურთი და გაუშვა მხოლოდ 5.
  2. უკანასკნელად "ბრაიტონმა" "ლივერპული" 1984 წელს, ფა ქაფის მეოთხე რაუნდში, საკუთარ კედლებში დაამარცხა.
  3. მათ "ენფილდზე" მხოლოდ 2 გამარჯვება აქვთ - 1982 წლის მათთვის საუკეთესო სეზონში და 1983 წელს თასის მეხუთე რაუნდში.
  4. მოჰამედ სალაჰმა უკანასკნელ სამ ურთიერთ შეხვედრაში გახსნითი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში "ლივერპულმა" ორივე მატჩი 1-0 მოიგო.
  5. "წითლები" ინგლისის ჩემპიონატში მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე კლუბია, რომელმაც 13 შეხვედრაში 37 ქულა მოაგროვა.
  6. მიმდინარე გათამაშებაში კლუბმა 12 მატჩი მოიგო, რაც "მანჩესტერი", "არსენალი", "ტოტენჰემის" კომბინაციაზე მეტია.
  7. იურგენ კლოპი ინგლისელ მწვრთნელებთან 26 მატჩია დაუმარცხებელია - 22 მოგება, 4 ფრე.
  8. გასული სეზონიდან მოყოლებული, "მერსისაიდელებმა" 85-ე წუთის შემდეგ 18 გოლი გაიტანეს.
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი.
პროგნოზი: 3-0.
2 კომენტარები
  • დივოკ ორიჯი 222

    ხოოო ატკინსონი თუა მსაჯი მაშინ გაუფუჭებია თამაში და ეგაა

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    ნუ ნერვიულობთ ჯიგრებო ამ თამაშს უეჭველად ვიგებთ. ფაბინიოს ტრანვამდე ვიცოდით რო დაგვაკლდებოდა ამ თამაშში და გეგმაზე მუშაობა არა ნაპოლის მერე,არამედ მანამდე იყო დაწყებული. არაფერი საპანიკო არ არის და ამას დღეს დაამტკიცებენ,ხოლო ევერტონთან განამტკიცებენ. როცა სეზონი იწყება,მაშინ ფიქრის დონეზე მაინც განიხილებოდა ფაბინიოს ტრანვა ან დისკვალიფიკაცია,ხოდა გეგმა იქნებოდა განხილული. ხოდა მაგ გეგმით ვითამაშებთ თვენახევარი. 6 ნომერი ისეთი პოზიცია რო რისკი ყოველთვის არის ბარათის აღების და სწორედ ამიტომ მგონია,რომ ერთერთ ჯიბეში დრუიდას გეგმა ექნება შენახული :)

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen