კლოპმა "იუნაიტედი" დააფასა - რა თქვა იურგენმა მატჩის შემდეგ

კლოპმა "იუნაიტედი" დააფასა - რა თქვა იურგენმა მატჩის შემდეგ

"ლივერპულმა" პრემიერ ლიგის მე-9 ტურში, მათი მთავარი მტერი უბრალოდ გაანადგურა. მერსესაიდულმა კლუბმა "იუნაიტედს" ოლდ ტრაფორდზე პირველ ტაიმშივე 4 გოლი გაუტანა და მეტსაც შეაგდებდნენ ალბათ, რომ მოენდომებინათ.

ამ შეხვედრაში გამოჩნდა, თუ რამხელა სხვაობის გამოწვევა შეუძლია მწვრთნელს. კლოპმა აშკარად დაჩაგრა თავისი ვიზავი. მატჩის შემდეგ, იურგენმა სწორედ სულშერზე ისაუბრა. მისი თქმით:

"მე, რა თქმა უნდა, მეცოდება ის. ამ მომენტში მის ადგილას ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი."

მიუხედავად ამ ორი გუნდის დიდხნიანი დაპირისპირებისა, იურგენს პატივისცემა ნამდვილად არ ეშლება:

"ყველამ ვიცით "იუნაიტედის" ფორმის შესახებ, თუმცა 4-0 ნამდვილად გასაოცარი შედეგია. 5-0 მოვიგეთ, თუმცა არავის შერცხვენას არ ვაპირებთ და არც გასაოცრად აღნიშვნას ვაპირებ, რადგან მეტოქეს პატივს ვცემთ."

ინტერვიუში მან ასევე ახსენა, რომ რონალდოს ნამდვილად ეკუთვნოდა წითელი ბარათი, თუმცა რონალდოსაც დიდ პატივს სცემს და არ მოეწონა მისი ამ სიტუაციაში ხილვა.

1 თვის წინ
842 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 609
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ