კლოპი: "დღევანდელ თამაშში ყველაზე მთავარი სწორედ ეს იყო"

კლოპი: "დღევანდელ თამაშში ყველაზე მთავარი სწორედ ეს იყო"

"ლივერპულმა" კარაბაო თასის მეოთხედ-ფინალებში გასვლა მოახერხა, მას შემდეგ რაც "პრესტონი" დაამარცხეს, ანგარიშით 0-2. ამ შეხვედრაში კლოპმა სათადარიგოთა სკამიდან უამრავი ფეხბურთელი გამოიყენა და ლიდერები დაასვენა. შეხვედრაში რამდენიმე აკადემიის ფეხბურთელიც ვიხილეთ.

მატჩის შემდეგ, კლოპმა ხაზი გაუსვა ამ თამაშის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს:

"რაც მთავარია, არავინ დაშავებულა."

აქედან ჩანს კლოპის დამოკიდებულება ამ თასისადმი.

ამას გარდა, მან ასევე ახსენა რამდენიმე ფეხბურთელი, რომელმაც გერმანელი თავისი პერფორმანსით მოხიბლა:

"ადრიანი შედეგის მიღწევაში ძალიან დაგვეხმარა. მისი სეივების დამსახურებაა, რომ პირველი ტაიმი არ წავაგეთ. მიხარია, რომ ამ თამაშით ბევრმა ფეხბურთელმა მიიღო სათამაშო დრო, განსაკუთრებით აკადემიის წევრებმა. მორტონის პერფორმანსი ძალიან მომეწონა. თუ ის სპორტდარბაზში მივა, თავის ტანს მიხედავს და ცოტა მოიმატებს, მისგან შესანიშნავი ნახევარმცველი დადგება."

1 თვის წინ
335 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 609
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ