კლოპის ვერდიქტი

პრემიერ ლიგის მე-14 ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ბრაიტონი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 2:1 დაამარცხა. ორივე გოლი ვირჯილ ვან დეიკმა გაიტანა, ორივე შემთხვევაში კი საგოლე გადაცემის ავტორი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი იყო.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

თამაში და შედეგი...
უმეტეს შემთხვევაში საქმე კარგად გავაკეთეთ. "ბრაიტონისთვის" დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვის წინააღმდეგ თამაშობს. სტანდარტულების შემდეგ ორი კარგი გოლი გავიტანეთ, თუმცა საუკეთესო შანსები უშუალოდ თამაშიდან გვქონდა. შეგვეძლო ყველაფერი დასგვესრულებინა, თუმცა ვერ შევძელით, 2:0 კი ყველაზე "ეშმაკური" ანგარიშია. 

მეორე ნახევარში კვლავ ბევრი ვიშრომეთ. ცხადია, წითელმა ბარათმა ცხოვრება გაგვირთულა, რადგან მოედანზე გაყინული მეკარე გამოვიყვანეთ. წარმოიდგინეთ, სათადარიგოთა სკამზეც კი არ ხარ თბილად, შემდეგ კი შორტებით და მაისურით გადიხარ სათამაშოდ. ზოგიერთის წყალობით ასეთი ჯარიმაც ვიხილეთ, ალბათ სულელურად გამოვიყურებოდით იმ მომენტში, მაგრამ ვერაფერს ვცვლიდით. ბრძოლა განვაგრძეთ, ადრიანი ძალიან დაგვეხმარა 2 სეივით. ფეხები გაყინული ჰქონდა და ცხადია ვერ ურტყამდა ბურთს ისე, როგორც სურდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს მატჩი მოვიგეთ. კმაყოფილი ვარ ბიჭების ძალისხმევით. გულახდილად რომ ვთქვა, წითელმა ბარათმა ეს გამარჯვება კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა.

13 მოგება საწყისს 14 ტურში...
ერთი გამარჯვებაც კი არ ყოფილა მარტივი მოსაპოვებელი. არც მატჩის დაწყებამდე გვიფიქრია, რომ შედეგს იოლად მივაღწევდით. არ მივიჩნევთ თავს ფავორიტებად ყველა შეხვედრაში. საკუთარი თავისგან ბოლომდე ბრძოლას ვითხოვთ და დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი დღე იყო. შედეგის მხრივ, ცხადია საოცარია რაც გავაკეთეთ, მაგრამ ახლა არა განვლილ შეხვედრებზე, არამედ მომავალ მატჩზე ვფიქრობთ. ოთხშაბათს კვლავ დიდი ბრძოლა გველის, ამჯერად "ევერტონთან". არ უნდა ვიფიქროთ თუ რამდენი ქულით ვართ წინ, ზოგიერთმა მითხრა, რომ 11 ქულაა სხვაობა, მაგრამ თუ კვირას "ლესტერი" მოიგებს, ისევ 8 გახდება. 

ვირჯილ ვან დეიკის თამაში...
კარგით რა, ინდივიდუალურად უნდა ვისაუბროთ მოთამაშეებზე ? მან ორი გოლი გაიტანა და ეს უკვე ისტორიაა. ის ძალიან ნიჭიერია და უბრალოდ ეს უნდა გამოიყენოს. ამავდროულად, ის მარტო ვერაფერს იზამს. დეიან ლოვრენზე ვერ ვკითხულობთ ასეთ სათაურებს, მაგრამ ის ნამდვილად იმსახურებს ჩემს პატივისცემას. 

დღეს ფაბინიოს გარეშე ვითამაშეთ და ეს არაა ადვილი. არც მახსენდება როდის ვესაუბრე მას პირისპირ და ვუთხარი თუ რა უნდა გაეკეთებინა. დღეს ჰენდომ ამ პოზიციაზე საოცრად ითამაშა, ჯინისთან და ოქსისთან ერთად. მათ ბევრი უნდა ეშრომათ, ყველაზე მეტად კი ის მომეწონა, რომ ამისთვის მზად იყვნენ. გრაჰამ პოტერი "ბრაიტონში" შესანიშნავად მუშაობს, რადგან ეს გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. თუ ისინი უკეთ დაასრულებენ მომენტებს, მათ წინააღმდეგ თამაში კიდევ უფრო რთული იქნება.

მომენტების რეალიზაცია...
უფრო უკეთესს მომენტებს ვერ კი შექმნი, ვიდრე ჩვენ პირველ ტაიმში გვქონდა. ვისურვებდი თუ არა, რომ კიდევ გვქონოდა აშეთი შანსები, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი ხანია ამ საქმეში ვარ და ვიცი რაოდენ დატვირთულიც არის შეხვედრა. 90 წუთის განმავლობაში გიწევს რაღაცების მიღება ისე, როგორც არის.  იქნება დღეები, როცა პირიქით, ასეთ შანსებს გამოვიყენებთ და სტანდარტულიდან ვერ გავიტანთ. ცხადია, მომენტების შექმნის მხრივ კვლავ გვაქვს სამუშაო.

2 კომენტარები
  • _z_l

    არც ისე ბევრი მომენტი შექმენით ბოლო 2 თამაშში იურგენ, რაც შემტევების დაღლიობის ან პასიურო ბის გამო ხდება მაგრამ, რაც შექმენით, უნდა გამოგეყენებინათ.

    ვან დაიკს რაც შეეხება, ბოლო თამაშებში რაც ამ კაცმა დაბლოკა, გამოიტანა და აართვა, მე მგონი ამას მთელი გუნდი ვერ გააკეთებს ერთად.

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    ყველაფერი კარგად მიდიოდა და რომ არა ალისონის უცნაური თამაში ასეც დამთავრდებოდა. კლოპის არ იყოს,ყველას დეიკი აკერია პირზე და ლოვიკას კარგი თამაშზე არავინ არაფერს წერს. ჰენდერსონმაც კარგი თამაში ჩაატარა და კარგად შეცვლა ფაბინიო. მთლიანობაში კარგი თამაში გამოვიდა და კარგი ჰანდიკაპიც შეიკრა. ხოდა წელსაც თუ ვერ გახდნენ ჩემპიონები,მაშინ დაშალონ გუნდი მაგის დედაც ვატირე.

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen