"ესაა ტაკის პრობლემა" - იურგენ კლოპმა მინამინოს შესახებს ისაუბრა

"ესაა ტაკის პრობლემა" - იურგენ კლოპმა მინამინოს შესახებს ისაუბრა

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "ლივერპულმა" კარაბაოს თასზე "პრესტონი" დივოკ ორიჯის და ტაკუმი მინამინოს გოლებით დაამარცხა. მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა იაპონელი ფორვარდის შესახებ ისაუბრა.

"ტაკ მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ მისი პრობლემაა... სიმართლე რო მვთქვათ, მას არ აქვს პრობლემა. უბრალოდ მის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელები კიდევ უფრო კარგები არიან და მადლობა ღმერთს, რომ მათ ტრავმები არ ჰქონიათ."

"ზოგადად ტაკი ბევრად კარგია ხოლმე, თუმცა დღესაც ის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი იყო და გოლიც გაიტანა."

"მას ძალიან კარგად ესმის ჩვენი თამაში. თუ მას შემადგენლობაში დავაყენებთ ის მალევე გახდება ჩვენი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი. ტაკი მართლაც კარგი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ის შეიძლება კიდევ უკეთესი იყოს." - თქვა კლოპმა.

1 თვის წინ
329 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 609
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ