მათეუსი ასახელებს მიზეზს, რატომაც სალაჰს ოქროს ბურთის მოგება არ ეკუთვნის

მათეუსი ასახელებს მიზეზს, რატომაც სალაჰს ოქროს ბურთის მოგება არ ეკუთვნის

წლის ბოლოს სალაჰის გასაოცარმა ფორმამ განაპირობა, რომ ეგვიპტელი, სავარაუდოდ, ამ წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვებაში Top3-ისთვის იბრძოლებს. პირველი და მეორე ადგილი, ალბათ, მესისა და ლევანდოვსკის შორის გადაწყდება. რაც შეეხება მესამე პოზიციას, აქ მოსახვედრად ბენზემა, სალაჰი და ჟორჟინიო იბრძოლებენ.

გერმანელი ლეგენდის, ლოთარ მათეუსის აზრით, სალაჰი ოქროს ბურთის მოგების კანდიდატი საერთოდ არაა, რადგან მას წელიწადის ცუდი პირველი ნაწილი ჰქონდა. როცა მას ამ დაჯილდოვების ფავორიტებზე ჰკითხეს აზრი, მან მესი, ლევანდოვსკი და ჟორჟინიო გამოჰყო. მისი თქმით:

"რასაც ის[სალაჰი] ბოლო თვეებია აჩვენებს, მსოფლიო დონისაა. თუმცა, მას ეს მთლიანი წლის განმავლობაში არ უქნია. გაზაფხულში მას და "ლივერპულს" სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. ამის საპირისპიროთ, ჟორჟინიო მთელი წელიწადია სტაბილურია, როგორც "ჩელსისთვის", ასევე იტალიისთვის. მესის სანაკრებო ტიტული აქვს, ლევანდოვსკის ეს აკლია, თუმცა მე მაინც მისკენ ვარ." 

1 თვის წინ
265 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 609
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ