3 კვირის და 5 დღის წინ
"ლივერპული" კვარაცხელიათი დაინტერესდა - ახალი სატრანსფერო ცნობები
"ლივერპული" კვარაცხელიათი დაინტერესდა - ახალი სატრანსფერო ცნობები
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, გასულ პერიოდში "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია "ლივერპულს" არაერთხელ დაუკავშირეს.

ამჯერად, აღნიშნულ საკითხზე ახალ ინფორმაცია გამოცემა "Goal"-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ლივერპული", "პარი სენ-ჟერმენი", "რეალი" და "ბაიერნი" ქართველის ტრანსფერით არიან დაინტერესებულები, ყველაზე მეტად კი მადრიდელები აქტიურობენ.

თავის მხრივ, ხვიჩა ნეაპოლში ბედნიერია და მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, ის კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. 

ამასთან, დიდი ალბათობით, "ნაპოლის" ვიქტორ ოსიმენი დატოვებს, ამიტომ აურელიო დე ლაურენტისი ყველაფერს გააკეთებს, რათა ხვიჩა მაინც შეინარჩუნოს. 

ერთი რამ კი ცხადია, თუ ვინმეს 77 ნომრის დამატება სურს, მაშინ მინიმუმ 100 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.


Facebook კომენტარები