ბოლო ცნობები ლაზარეთიდან

პრემიერ ლიგის მე-16 ტურში "ლივერპული" გასვლაზე "ბორნმუთს" დაუპირისპირდება. შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

დღეს იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. გერმანელმა სპეციალისტმა კომენტარი გუნდის საკადრო პრობლემებზეც გააკეთა:

"სიახლე არაფერია, ტრავმა არავის მიუღია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ იღვიძებ და ტკივილს გრძნობ, შემდეგ კი ამის შესახებ მე ვიგებ.

3 საათში სავარჯიშო სესია გვაქვს. ვნახოთ როგორ იგრძნობენ თავს ბიჭები, ამჟამად ყველა კარგადაა."
- განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო გუნდს ნათანიელ კლაინი, ჟოელ მატიპი და ფაბინიო ვერ ეხმარებიან.

1 კომენტარები
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen