კლოპი: ეს ახალგაზრდების შანსია

მოგეხსენებათ, 17 დეკემბერს "ლივერპული" ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალში "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება.  18 დეკემბერს კი მერსისაიდელები უკვე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. 

როგორც ცნობილია, "ლივერპულის" პირველი გუნდი და სამწვრთნელო შტაბი ყატარში მიემგზავრება, "ვილა პარკზე" კი "წითლები" სარეზერვო შემადგენლობით ითამაშებენ. მთავარი მწვრთნელის რანგში კი 23 წლამდელთა დამრიგებელი ნილ კრიტჩლი მოგვევლინება.

ამ საკითხზე კითხვა ჟურნალისტებმა დღეს იურგენ კლოპსაც დაუსვეს:

"ეს ახალგაზრდებისთვის კარგი შანსია. ბევრი ამბობს, რომ შანსი არ გვაქვს, მაგრამ ფეხბურთი ხომ შესანიშნავი თამაშია. ვისურვებდი ამ თამაშის მონაწილე ვიყო, თუმცა ახლა შემიძლია მხოლოდ წარმატებები ვუსურვო კრიტჩლისა და მის გუნდს. იმედი მაქვს, რაც არ უნდა მოხდეს, ისინი ამ მატჩით სიამოვნებას მიიღებენ.

მეტსაც გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ ვიქნები, ამ მატჩის შედეგზეც მე ვარ პასუხისმგებელი. ეს ბიჭები წნეხის ქვეშ არ არიან. ისინი ინგლისში ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე ითამაშებენ, შეიგრძნობენ ატმოსფეროს და გადადგამენ თავის პროფესიონალურ კარიერაში შემდეგ ნაბიჯებს. 

ჩვენ სხვა გზა უბრალოდ არ გვქონდა. მესმის, რომ ეს იდეალური გამოსავალი არაა, მაგრამ ვეცდებით ყველაფერმა შეძლებისდაგვარად იდეალურად ჩაიაროს."
- განაცხადა კლოპმა.

3 კომენტარები
  • Ynwa Scousers

    დავუშვათ და გავცდით ასტონ ვილას მერე რა ხდება?? შემდეგ თამაშს როგორი შემადგენლობით ითამაშებს იურგენა? დააყენებს ძირითადს ამ ბიჭების უპატივცემულობაა არ დააყენებს და დიდი შანსია გამოვვარდეთ 🤷

    პასუხი გასაჩივრება
  • დივოკ ორიჯი 222

    ასე არ შრიძლება ,ვინმე .აინც საეტოვება ძირითადიდამ

    პასუხი გასაჩივრება
  • beqa_liverpool

    არსენალი რა ცუდი გუნდია,აშკარად გამოვარდნა უნდოდა კლოპოს ამ თასიდან . ასტონ ვილასთან სავარაუდოდ გამოვარდებით მაგრამ ეს ახალგაზრდები კაი გამოცდილებას მიიღებენ

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen