"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ და ამჟამად BT Sport-ის ხშირმა სტუმარმა პოლ სქოულზმა "ლივერპულის" ესპანელი ნახევარმცველის ტიაგო ალკანტარას შესახებ ისაუბრა.
"ტიაგო იმ ტიპის ფეხბურთელი არაა, რომელსაც გაშლილ თამაშში მარცხენა ფლანგზე შეუძლია სირბილი და გუნდისთვის სარგებელის მოტანა. მას სჭირდება ცენტრთან ან ცენტრში ყოფნა, რათა თანაგუნდელების მოქმედებები აკონტროლოს და თამაშს სიმწვავე შემატოს".
"სტილი, რომელსაც ახლა "ლივერპული" მისდევს, ტიაგოს ხასიათში და ფილოსოფიაში საერთოდ არ ჯდება. გარკვეულწილად, გუნდი მის სტილს უნდა მოერგოს, რათა ალკანტარამ გახსნა მოახერხოს". - აცხადებს სქოულზი.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ტიაგო მოედანს დაუბრუნდა, "ლივერპულს" თამაშების მოგება ძალიან უჭირს.