კლოპის ვერდიქტი

პრემიერ ლიგის მე-16 ტურში "ლივერპული" გასვლაზე "ბორნმუთს" დაუპირისპირდა. მერსისაიდელებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს.

"ალუბლების" კარი პირველად ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა აიღო. სხვაობა ორამდე ნაბი კეიტამ გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი მომო სალაჰმა დააფიქსირა.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

იყო თუ არა იდეალური დღე(თუ ლოვრენის ტრავმას არ ჩავთვლით)...
100%-ით ! ამასთანავე, ვუთანაგრძნობ ჩემს კოლეგას - ჩვენთან შეიძლება დამარცხდე, მაგრამ ნათან აკესა და კალუმ უილსონის ტრავმები ამ გუნდისთვის დიდი დარტყმაა. ჩვენ მეტი მომენტი შევქმენით და შესანიშნავი გოლები გავიტანეთ. 0:3-ზე უკვე სრულად ვაკონტროლებდით თამაშს და მეტი არც არაფერი მომხდარა. უბრალოდ ასეთ დროს რისკი არც არის საჭირო. ეს იყო სუპერ თამაში როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. 

ასეთი დონის მატჩის ჩატარება ასეთ დატვირთულ პერიოდში...
ძალიან ბევრი შეხვედრა ნახეთ, როცა მატჩის მიწურულს ვაგებდით ან 1:1 იყო. ის რაც დღეს მოხდა, არც თუ ხშირია. რამდენიმე დღის წინ, 4:1-ს ვიგებდით და მაინც ვერ შევინარჩუნეთ კონცენტრაცია. დღეს კი ბიჭებმა საქმე კარგად შეასრულეს. როგორც უკვე ვთქვი, ინდივიდუალურად არაერთი შესანიშნავი თამაში ვიხილეთ. დიდებული იყო ნაბისა და მომოს მოქმედებები, ცენტრში კი მილი და ჰენდო ძალიან დაგვეხმარნენ. 

სალაჰის ფორმაში ყოფნა არის თუ არა დამატებითი "ბონუსი"...
რა თქმა უნდა ! მან დაზიანება დიდი ხნის წინ მიიღო, თუმცა ასეთ დატვირთულ პერიოდში შენ პრობლემა მუდამ გექმნება. ახლა ის 100%-ით მწყობრშია.

პირველი "მშრალი" კარი 15 მატჩში...
გულახდილად რომ ვთქვა, დამავიწყდა კიდეც ეს რა გრძნობაა. ეს უფრო მეტჯერ უნდა გაგვეკეთებინა. გასახდელში ყველაზე ხშირად სწორედ "ქლინ შითი" ისმოდა, რადგან ყველას აწუხებდა ეს საკითხი. მომდევნო მატჩი, სადაც კვლავ უნდა შევინახოთ "კარი მშრალად", სამშაბათს, "ზალცბურგთან" გველის.

ლოვრენის მდგომარეობა...
დაზიანება სერიოზული არ უნდა ყოფილიყო, დეიანმა რაღაც იგრძნო და მაშინვე გვაცნობა. სურდა შესვენებამდე ეთამაშა, შემდეგ კი დავხმარებოდით რომ მეორე ტაიმშიც მოედანზე გასულიყო, მაგრამ ჩვენგან უარი მიიღო. იმავეს თქმა შემიძლია ლალანასა და ვეინალდუმზე, ტრავმები სერიოზული არ ყოფილა, თუმცა ეს საკმარისი იყო მათი განაცხადს მიღმა დასატოვებლად.

5 კომენტარები
  • Ynwa Scousers

    გადახალისებულიც რა მკვლელი სასტავი გვყავს

    პასუხი გასაჩივრება
  • დივოკ ორიჯი 222

    მატიპის მერე ლოვრენიღა გვაკლდა.პრემიერ ლიგაში ჩვენი გამჩერებელი არავინაა

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    აჰა ეს უკვე კარგია. გაგრძელება შეეძლო ლოვრენს,მარა შეცვალეს. ყველა ხვდება რო ახლა უაზროდ ტრანვების დრო არ არის. ზალცბურგთან ლოვიკა იქნება სასტავში,რადგან მცირე დაზიანებას ყველა თამაშის მერე იღებს ფეხბურთელი

    პასუხი გასაჩივრება
  • gio_chyoi

    იმედია ზალცბურგთან იქნება ლოვრენი და უნდა მოვიგოთ როგორმე ეგ თამაში. ძაან მომწონს ეგ გუნდი მარა უნდა მოვიგოთ რა და პირველი ადგილით გავიდეთ დიდია იმის ალბათობა რომ პრემიერ ლიგის ჩემპიონობა დროზე ადრე გავიფორმოთ და ამიტომ ლიგაზეც უნდა ვიყოთ რო ეგეც მოვიგოთ

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    გუშინ მთავარზე არ დამიწერია. იურგენამ ისე გაატრუხა მოგებები,რომ ტრანვებზე ვწერ ამის დედაც ვატირე და ეს მაგარი ამბავია. თამაშს ვუყურებ და არაფერი განსაკუთრებული ხდება,მერე ტაბლოს გახედა და 2-0 ვიგებთ. რა მოქმედება ვერ ვხვდები,მარა მონსტრი გუნდი რო გვვყავს ამას წყალი არ გაუვა. მთელი 75 წუთი მუღამის გარეშე ვუყურებდი,რადგან ბორმუთი ვერ გვიტევდა და 3-0 ვიგებდით. კურტისას დებიუტი თუ მომცემდა თამაშის ყურების მუღამს,თორე თამაში მოსაწყენი გახდა. მაგარია,როცა შენი საყვარელი გუნდი თამაშს კლავს,მარა ნაჩვევი არ ვარ და დრო მჭირდება შესაგუებლად.

    პ.ს. ისე მიდის საქმე,რომ ახალ წელს ეპლის თასს გადმოგვცემენ.

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen