ჩემბერლენი: მადლობა კაპიტანო

პრემიერ ლიგის მე-16 ტურში "ლივერპული" გასვლაზე "ბორნმუთს" დაუპირისპირდა. მერსისაიდელებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ანგარიში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გახსნა - გოლის ეპიზოდში გუნდის კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა ჩემბოს ძალიან ლამაზი და ზუსტი გადაცემა გაუკეთა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელს მეტოქის კარის აღება არ გასჭირვებია.

მოგვიანებით აღნიშნულ ეპიზოდსა და ზოგადად მატჩზე ჩემბერლენმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ისაუბრა:

"ჯერ კიდევ 20 წუთით ადრე მიყვიროდა ჯორდანი და მეუბნებოდა, რომ საკმარისად არ დავრბოდი. მიხარია, რომ ერთხელ მაინც შევძელით ამის გაკეთება. როგორც კი მოტრიალდა, დავინახე როგორ შეეხო ბურთს და მოძრაობა დავიწყე. მისი პასი იდეალური იყო. გამიმართლა კიდეც, ბურთი კარგად მივიღე და გავიტანე, ასე რომ, მადლობა მას.

როგორც შეტევაში, ისე დაცვაში დღეს ძალიან კარგად ვითამაშეთ. ნაჩვენები თამაშით კმაყოფილნი ვართ. 

მეტსაც გეტყვით, ბოლო 30 წუთი რობო და მილი ყვიროდნენ და მიმითითებდნენ, რომ კარი აუცილებლად მშრალად უნდა შეგვენახა და ამისთვის უნდა მებრძოლა. ვიტყოდი, რომ ყველაფერი პროფესიონალურად გავაკეთეთ."
- განაცხადა ჩემბერლენმა.

6 კომენტარები
  • Ynwa Scousers

    მილიი😁 რა კაცი გვყავს

    პასუხი გასაჩივრება
  • reversi

    არაა ფლანგის კაცი მარა ყველგან გააკეთებს საქმეს ცენტრში თუ ნაბიმ მოუმატა კაი კონკურენცია იქნება

    პასუხი გასაჩივრება
  • gio_chyoi

    როგორი შეკრული გუნდია რა და ფსიქოლოგიურად როგორ მზადაა ყველაფრისთვის გუნდი, ეხლა მთავარია ტრავმების არ შეგვაწუხოს

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    ჰენდო მაგარ პასს აძრობს და საკაიფოდ თამაშობს,ჩემბო მადლობას უხდის,ხოლო ამ დროს მილი რა კაციაო smile ბაზარი არაა მილნერზე პროფესიონალი ბევრი არ არის,მაგრამ ჩემბოს სიტყვებში ბევრი რამერაც გამოგადგებათ. გოლამდე 20 წუთით ადრე ჰენდო მეუბნეოდა მეტი იმოძრავეო და ეს ფაქტი ყველას გამოგრჩათ. კლოპი ხელმძღვანელობს გუნდს,მაგრამ მოედანზე ჰენდოს გაყავს. კიდევ კარგი ისევ კაპიტნობის ჩამორთმევას არ ითხოვთ,თორე დაიღუპებოდა მსოფლიო smile ბევრი მაძახებს,რომ კლოპს ვაგინებდი ხოლმე,მაგრამ კლოპის დამცველების უმრავლესობა ხო ჰენდოს აგინებდით და კაპიტნობის ჩამორთმევას გაიძახოდით. ორივე მხარე შეცდომაში ვიყავით და ასერომ თქვენც სუ და მეც სუ smile შევთანხმდეთ და ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები, მე ვაღიარებ კლოპზე და თქვენ ჰენდოზე აღიარეთ. ჰენდო არ არის ჯერარდი და არც ცდილობს იყოს,მაგრამ მაგარი კაპიტანი გვყავს. ფეხმტკივანი მოედანზე მხოლოდ კაპიტანი რჩება,როცა გუნდს უჭირს და ეს ყველამ ნახეთ. მისი დამოკიდებულებაზე ყველა ფეხბურთელთან ხომ საერთოდ სხვა თემაა. ყველა ბალოტელის ეპიზოდს იხსენებს,ხოდა მანდ შეეტყო რო კაპიტანია და ამიტომაც არ აყვა. კაპიტნის მოვალეობაა გუნდის ერთიანობაა და არასწორი იქნებოდა სახალხოდ ბალოტელისთან ბრძოლის გამართვა.

    პასუხი გასაჩივრება
  • _z_l

    უკვე მეორე თამაშია გადახალისებული შემადგენლობით და უთამაშებელი ფეხბურთელებით უმაგრესად თამაშობენ. წინა თამაშში სადიო და შაქრო, ახლა მომო და ნაბი. რაც ყველაზე მეტად მახარებს, ისაა, რომ მაშინ მოუმატე, როცა სიტიმ მოუკლო. მაგარი ხარ რა იურგენ. ამ ეზონში ეპლ და შენკლისთან და პეისლისთან ერთად, შენი გვარიც იქნება სიმღერაში :) ის ტეხავს, რომ ზალცბურგი თავს შეგვაკლავს და არ იყო ახლა ამი საჭიროება. კარგი ისაა, რომ ემრე უოტფორდი გვყავს :)

    პასუხი გასაჩივრება
  • დივოკ ორიჯი 222

    მაგარ ფეხბურთს თამაშობენ ბიჭები საღო

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen