'ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელი მზადაა, სულშერი ჩაანაცვლოს

'ლივერპულის" ყოფილი მწვრთნელი მზადაა, სულშერი ჩაანაცვლოს

ოლეს სკამი "მან. იუნაიტედში" შერყეულია. იმ გუნდით, რომელის მას აბარია, ფანები ბევრად მეტს მოითხოვენ, ამიტომაც "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრების უმეტესობა, მის გაშვებას ითხოვენ.

მას ჩანაცვლების უამრავი კანდიდატი ჰყავს. ერთ-ერთია "ლივერპულის" ყოფილი და ამჟამად, "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი, ბრენდან როჯერსი. მან მერსესაიდული კლუბიდან წასვლის შემდეგ, დაამტკიცა, რომ მაღალი დონის სპეციალისტია და დიდ გუნდში ისევ იმსახურებს შანსს.

თუმცა, მას ადრინდელ ინტერვიუში ნახსენები აქვს, რომ ის "ლივერპულს" არ უღალატებდა და ამ კლუბის პირდაპირ მეტოქეს არ შეუერთდებოდა. ახლა კი ერთ-ერთი ინგლისელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ბრენდანმა შეიცვალა აზრი და შეთავაზების შემთხვევაში, ის "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი გახდება.

წყაროს გადმოცემით, როჯერსი ხვდება, რომ ორივე კლუბის ფანები ამ გადაწყვეტილებისადმი ცუდად იქნებიან გაწყობილნი, თუმცა ასეთი შეთავაზების უარყოფა წარმოუდგენელია.

1 კვირის წინ
402 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 609
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ