"მათ ეს ვკითხე", - კლოპი არტეტასთან ინციდენტს გამოეხმაურა

"მათ ეს ვკითხე", - კლოპი არტეტასთან ინციდენტს გამოეხმაურა

"ლივერპულისთვის" პრემიერ ლიგის ცხრილში მათ მეზობელთან, "არსენალთან" თამაში უადვილესი გამოდგა. გუნდმა 4 უპასუხო გოლის გატანა მოახერხა და კარგ ფორმაში მყოფი არტეტას გუნდი გაანადგურა.

მატჩის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მომენტი პირველ ტაიმში დაფიქსირდა, როცა გუნდების მწვრთნელებს შორის სიტუაცია დაიძაბა. არტეტა და კლოპი ერთმანეთს ბოლო ხმაზე უყვიროდნენ და გასაშველებლები გახდნენ. ეს შეკამათება კი სადიო მანეს ეპიზოდმა გამოიწვია, როცა მან ჰაერში ბურთზე ითამაშა და არტეტას მხარე ჯარიმას ითხოვდა.

მატჩის შემდეგ, არტეტასთან კონფლიქტზე იურგენმა გააკეთა კომენტარი. მისი თქმით:

"შეკამათება მანეს ეპიზოდზე იყო, როცა მას თამაშის წესები არ დაურღვევია და "არსენალის" შტაბი ისე წამოხტა, თითქოს წითელი ბარათი ეკუთვნოდა. მე მათ ვეკითხებოდი, თუ რისი მიღება უნდოდათ ამ სიტუაციაში. მათ მანესთვის ყვითლის აკიდება სურდათ, როგორც ეს "ატლეტიკომ" გააკეთა რამდენიმე კვირის წინ. მე ყვითელი ნამდვილად მეკუთვნოდა, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა."

1 კვირის წინ
608 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 609
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ