"ჩვენ ამაზე დიდხანს ვიფიქრეთ", - კლოპის ინტერვიუ მატჩის შემდეგ

"ჩვენ ამაზე დიდხანს ვიფიქრეთ", - კლოპის ინტერვიუ მატჩის შემდეგ

"ლივერპული" "სიკვდილის" ჯგუფში ჯერჯერობით უდანაკარგოდ მიდის. მერსესაიდულმა კლუბმა შესუსტებული შემადგენლობით ენფილდზე "პორტო" დაამარცხა, ანგარიშით 2:0. კლოპმა ეს შეხვედრა შემდეგნაირად შეაფასა:

"კარგი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ უკეთესადაც შეგვეძლო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როცა არეული გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებდით. ჩვენ დღეს შეგვეძლო წაგვეგო, მაგრამ მომენტებში გაგვიმართლა. თუმცა, საბოლოოდ, მეორე ტაიმში ბევრად უკეთესად გამოვედით და კმაყოფილი ვარ პერფორმანსით."

ამ მატჩში "ლივერპულისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თამაშის ტრავმების გარეშე დასრულება, რაც საბოლოოდ ასეც მოხდა. ამის გამო, კლოპს და მის გუნდს ბევრი საფიქრალი ჰქონდა, თუ ვინ უნდა დაეყენებინა სასტარტოში, რითიც ტრავმის მიღებას რისკავდა და ვინ დაესვენებინა. მან სწორედ ამას გაუსვა ხაზი:

"ჩვენ დიდხანს ვიფიქრეთ, თუ ვინ იყო ტრავმირებული, ვის არ უთამაშია დიდხანს, ვის სჭირდებოდა დასვენება და ამის მიხედვით მივიღეთ გადაწყვეტილება. თავისი სურვილით არავის უთქვამს, რომ ამ მატჩის გამოტოვება სურდა, თუმცა ჩვენი გადაწყვეტილებით, ტრენტს და ვირჯილს დასვენების საშუალება მივეცით. 12 წუთი ტრავმიდან დაბრუნებულ მილნერს ვათამაშეთ, წუთები მიიღეს რობერტსონმა და ჰენდერსონმაც."

5 დღის წინ
259 / 0
Sandro
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 609
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ