მარტის სანაკრებო პაუზა ახლოვდება. თვის ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელს სხვა კონტინენტზეც მოუწევს გადაფრენა, რათა ეროვნულ ნაკრებს დაეხმაროს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მარტის სანაკრებო პაუზა გაცილებით დატვირთული იქნება, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. აფრიკის თასისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ზოგიერთ ნაკრებს 3 შეხვედრის ჩატარებაც კი მოუწევს.
იურგენ კლოპის თქმით, "ლივერპულში" არ სურთ მოთამაშეები სანაკრებო პაუზაზე გაუშვან, ხოლო დაბრუნების შემდეგ მათი 10 დღიანი კარანტინის გავლას დაელოდონ.
"ფეხბურთელებს ხელფასს კლუბი უხდის და არა ნაკრები. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ჩვენ უარზე ვიქნებით მოთამაშეები ეროვნულ ნაკრებებში გავუშვათ".
"გაიხსენეთ წინა სანაკრებო პაუზა. სპორტსმენების დაბრუნების შემდეგ კორონავირუსის იმაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე ეს შობის პერიოდში იყო".
"აქ გარკვეულწილად ბაბლის პრინციპით ვართ, ყველაფერი კონტროლდება და უკვე დიდი ხანია ვირუსის შემთხვევა არ გვქონია. ვფიქრობ, სხვა კლუბებიც ამაზე თანახმანი იქნებიან". - აცხადებს კლოპი.
თუმცა, რამდენად იქნება აღსულებული კლოპის სიტყვები და რამდენად მოახერხებს "ლივერპული" თავისი გადაწყვეტილების ბოლომდე გატანას, ჯერ კიდევ უცნობია.