იურგენ კლოპის კომენტარი "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ

იურგენ კლოპის კომენტარი "ჩელსისთან" მარცხის შემდეგ

ინგლისის პრემიერ ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე ლონდონის "ჩელსისთან" 0:1 წააგო. 

იურგენ კლოპის გუნდისთვის ეს პრემიერ ლიგის ეგიდით ენფილდზე წაგებული ზედიზედ მე-5 შეხვედრა აღმოჩნდა. ამასთან ერთად, მატჩის დროს მეტად უცნაური რამ მოხდა, გერმანელმა 63-ე წუთზე მოედნიდან მოჰამედ სალაჰი გაიყვანა.

"უკანასკნელ პერიოდში მომ ბევრი თამაში ჩაატარა. ჩემი აზრით, იგი დღევანდელი მატჩის დროს გადამწვარი ჩანდა, წვალობდა. მე მოედანზე ახალი, დასვენებული ფეხბურთელი გამოვუშვი".

"შემეძლო მოედნიდან სადიო ან ბობი გამეყვანა, თუმცა ამ სიტუაციაში ყველაზე გადაღლილი სწორედ სალაჰი ჩანდა. მილნერის შემოსვლამ ისინიც გამოაფხიზლა. ჩვენ შეხვედრაში სიმწვავე გვჭირდებოდა".

"გულდაწყვეტილი ვარ, ეს დიდი ჩავარდნა იყო. ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ უბრალოდ უნდა მოვიგოთ მატჩები". - განაცხადა კლოპმა.

1 თვის წინ
779 / 1
Gerrard
user
CHIPE8888 ერთი პოლიტიკოსი ამბობდა, "საქმე ლაპარაკის ნაცვლადო" და ეს უნდა გააკეთოს კლოპმა. დავალება ვერ შეასრულე იურგენ,დაჯექი ორიანი
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ