ოუენი: "ვფიქრობ, მანე სპეციალურად არ წაიქცა ჩელსის საჯარიმოში, რათა სალაჰს პენალტი არ დაერტყა"

ოუენი: "ვფიქრობ, მანე სპეციალურად არ წაიქცა ჩელსის საჯარიმოში, რათა სალაჰს პენალტი არ დაერტყა"

"ლივერპულის" ყოფილი თავდამსხმელის, ოქროს ბურთის მფლობელის მაიკლ ოუენის აზრით, სადიო მანე შეიძლება "ჩელსის" საჯარიმოში სპეციალურად არ წაიქცა, რათა მოჰამედ სალაჰისთვის თერთმეტმეტრიანის დარტყმის საშუალება არ მიეცა.

"მატჩის პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, როცა მანე საჯარიმოში უნდა წაქცეულიყო და "ლივერპულის" ქომაგები პენალტს ელოდნენ. ვერ დავიჯერე, რომ მანე არ წაიქცა", - აცხადებს ოუენი.

"ვფიქრობ, ასეთი დროს ფორვარდების უმეტესობა საჯარიმოში იქცევა. უბრალოდ მაინტერესებს, იფიქრა თუ არა: " თუ წავიქცევი, სალაჰი კიდევ ერთ პენალტს მიიღებს".

"შეტევის ხაზში მოთამაშე ფეხბურთელები ეგოიზმით გამორჩევიან. მანე და სალაჰი რამდენიმე წელია ოქროს ბუცისთვის იბრძვიან, - ციტირებს ოუენის სიტყვებს Optus Sport.

1 თვის წინ
775 / 1
Gerrard
user
This Means More ნეტა არ უბერავდე 
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" ჩემპიონთა ლიგის მოგება?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ვან დეიკი, გომესი, მატიპი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ