ინგლისის პრემიერ ლიგის გასული ტურის შეხვედრაში "ლივერპულს" დიდი ხნის პაუზის შემდეგ პორტუგალიელი შემტევი დიოგო ჟოტა დაუბრუნდა.
თავისი შთაბეჭდილებების შესახებ ჟოტამ ინტერვიუ "ლივერპულის" ოფიციალურ საიტს მისცა. პირინეელმა აღნიშნა, რომ რამდენიც არ უნდა ივარჯიშო, იმ დონეზე ვერ ახვალ, როგორც უშუალოდ თამაშის პირობებში.
"ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი სავარჯიშო მოედანსა და სპორტულ დარბაზში, თუმცა ეს სრულიად განსხვავდება უშუალოდ მოედანზე ყოფნისგან. განსაკუთრებით პრემიერ ლიგაში მხოლოდ ვარჯიშით ისეთი ვერ გახდები, როგორც იყავი, მთავარი თამაშია".
"რამდენიმე კვირიანი ტრავმის შემდეგ 100%-ით ძველი ფორმის დაბრუნება ძალიან რთულია. თუმცა, ბედნიერი ვარ, გასულ ტურში 30 წუთი მივიღე და თავს კარგად ვგრძნობ".
"ახლა საჭიროა გულმოდგინედ ვიმუშავო და სულ უფრო მეტი დრო დავყო მატჩების დროს მინდორზე", - განაცხადა ჟოტამ.