რონალდუ: "სწორედ ამიტომ არიან, "ლივერპული", "ჩელსი" და "სიტი" საუკეთესოები"

რონალდუ: "სწორედ ამიტომ არიან, "ლივერპული", "ჩელსი" და "სიტი" საუკეთესოები"

კრიშტიანუ რონალდუმ სტივ ბოუერთან ძალიან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც პორტუგალიელმა ლეგენდამ უამრავი თემის შესახებ ისაუბრა.

თავის ინტერვიუში, რონალდუმ ასევე "ლივერპულის", "მან. სიტის" და "ჩელსის" შესახებ ისაუბრა:

"აქ ყოფნა არ მსურს იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ მე-5, მე-6 და მე-7 ადგილისთვის. მე აქ მოსაგებად, კონკურენციისთვის ვარ! საუკეთესო დონეზე არ ვართ, მაგრამ თუ რწმენა გვექნება, ეს შეიცვლება. ჩემპიონატის მოგება არა 1 გარბენი, არამედ მარათონია, საჭიროა სტაბილურობა. ამიტომ არიან მანჩესტერ სიტი, ლივერპული და ჩელსი ქვეყანაში საუკეთესო გუნდები - მათ აქვთ სტაბილურობა.

მათ უნდა შევხედოთ და დავიჯეროთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ასე თამაში. რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ყოველი ტური ახალი გამოწვევაა. წინ რთული მატჩი გველის, რომელიც უნდა მოვიგოთ. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ, აწმყოში ვიცხოვროთ, მომავალი კი მოვა. ჩემი შეხედულებით, ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ პრემიერ ლიგის სამეულში მოხვედრაზე ნაკლებს - ეს მენტალიტეტია საჭირო.

ახლის ასაშენებლად საჭიროა, რომ ზოგი რამ დაანგრიო. ვიმედოვნებ, რომ მოვიგებთ 1 ტიტულს, გავალთ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპებზე და მოვხვდებით ოთხეულში." - თქვა პორტუგალიელმა.

5 დღის წინ
305 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 714
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ