კლოპი "ლივერპულის" ფეხბურთელზე: "ის იმედგაცრუებული იყო, მეც ასე ვიქნებოდი"

კლოპი "ლივერპულის" ფეხბურთელზე: "ის იმედგაცრუებული იყო, მეც ასე ვიქნებოდი"

მიმდინარე სეზონში ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს მოსალოდნელზე დიდი სათამაშო პრაქტიკა აქვს. 

"ბრენფორდთან" მატჩის წინ, იურგენ კლოპმა ინგლისელ ნახევარმცველზე პატარა კომენტარი გააკეთა:

"ის კარგ სეზონს ატარებს, ოქსის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. გუშინ ის იმედგაცრუებული იყო და სრულიად მესმის, რატომაც. ოქსის ადგილზე მეც ასე ვიქნებოდი", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა. 

"ბრენფორდთან" გასამართი დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზეა ჩანიშნული.

3 დღის წინ
144 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, შეუძლია წელს "ლივერპულს" პრემიერ ლიგის ცხრილის ოთხეულში შესვლა?

კი
არა
მიჭირს პასუხი
სულ პასუხები: 714
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ