"ერთმანეთს ამის საშუალებას ვაძლევთ" - ტრენტი სალაჰთან ურთიერთობის შესახებ

"ერთმანეთს ამის საშუალებას ვაძლევთ" - ტრენტი სალაჰთან ურთიერთობის შესახებ

მოჰამედ სალაჰს და ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს მოედანზე საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ. ინგლისელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთი ინტევიუში სწორად ამის შესახებ ისაუბრა.

"შემიძლია ვთქვა: 'დარჩით შიგნით და გამოიყვანეთ მათი ფლანგის მცველი, რომ მე სივრცე მქონდეს.' ან შეიძლება მო უფრო ფლანგისკენ იყოს და მე შიგნით. ჩვენ უბრალოდ უნდა განვსაზღვროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია მოწინააღმდეგესთვის ზიანის მიყენების მიზნით."

"ჩვენი ურთიერთობა ძალიან ბუნებრივია. ჩვენ ორივე ვცდილობთ ერთმანეთს საკუთარი თამაშის უფლება მივცეთ. მე პასს გავაკეთებ და თუ ის საჯარიმოში ან მის სიახლოვეს არის, მაშინ დავტოვებ მას. მო წავა და რაღაცა განსაკუთრებულს გააკეთებს."

"ის იგივეს გააკეთებს ჩემთვისაც. არ არის არც წუწუნი და არც კამათი.ჩვენ ვართ ორი მოთამაშე, რომლებსაც ესმით, რომ მოგვწონს რაღაცეების კეთება, გვიყვარს რისკზე წასვლა და გვსურს რაც შეიძლება მეტად ვიყოთ ჩართული, ამიტომ ვცდილობთ ერთმანეთს ამის საშუალება მივცეთ."- განაცხადა ტრენტმა.

4 თვის წინ
241 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 182
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ