"მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებასთან ახლოსაა. ლონდონის "ჩელსის" დამარცხების შემდეგ ისინი 11 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევარს.
"ბრენფორდის" დამარცხების შემდეგ, ენდრიუ რობერტსონმა ამ საკითხზე ისაუბრა:
"მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ეს კი გასულ 4-6 კვირაში დაამტკიცეს.
ისინი თამაშებს იგებენ 1-2, 1-0 ან მსგავსი ანგარიშები, თუმცა ისინი იმდენს აკეთებენ, რამდენიც მატჩის მიგებას სჭირდება. სწორედ ამით ხდებიან ისინი ჩემპიონები", - განაცხადა შოტლანდიელმა.