რაფა ბენიტეზი სეზონის დაწყებამდე "ევერტონს" ჩაუდგა სათავეში, ამან კი "ლივერპულის" ფანები ძალიან გაანაწყენა.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ესპანელმა სპეციალისტმა "კანფეტებთან" ერთად წარმატებას ვერ მიაღწია - მხოლოდ მე-15 ადგილი პრემიერ ლიგაში და 1 გამარჯვება სექტემბრის შემდეგ ჩემპიონატში.
"ლივერპულის" ფანები ბენიტეზის წასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ:
"სატრანსფერო ბიუჯეტის გარეშე, გუნდს, რომელსაც 1995 წლის შემდეგ ტიტული არ მოუგია, ევროტურნირები სურდა. წარმატებები, რაფა."
"მისია შესრულებულია, მადლობა, რაფა!"
"აგენტი რაფა."
"10 წაგება 19 თამაშში. რაფა, ჩემი გმირი ხარ."