იანვრის სატრანსფერო ფანჯარა "ასტონ ვილამ" ძალიან აქტიურად დაიწყო, თუმცა ისინი გაჩერებას არ გეგმავენ.
დევიდ ორშტეინი იტყობინება, რომ ბირმინგემულ კლუბს ცენტრალური დაცვის ზონის გაძლიერება უნდათ და უკვე ჰყავთ რამდენიმე კანდიდატი.
როგორც ირკვევა, მათი ერთ-ერთი ფავორიტი ჯო გომეზია - ის სტივენ ჯერარდს ძალიან მოსწონს.
მიუხედავად ამისა, წყაროს ცნობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გომეზის ტრანსფერი გამორიცხულია - მერსისაიდული გრანდი მის გაშვებას არ გეგმავს.