ბოლო წლებში "ლივერპული" ძვირადღირებული ტრანსფერებით გამორჩეული გუნდი ნამდვილად არაა - ხელმძღვანელობა აქცენტს სხვა სტილის ფეხბურთელებზე აკეთებს.
ჯეიმს პირსი მერსისაიდული გრანდის სატრანსფერო გეგმებზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - როგორც ირკვევა, მათ ახალგაზრდა ფეხბურთელის ყიდვა უნდათ.
წყაროს ცნობით, "ლივერპულის" მიზანი შემდგარი ვარსკვლავის ყიდვა არაა - ისინი 25 ან 25 წლამდე ფეხბურთელებს ეძებენ, განვითარების პერსპექტივით.
სავარაუდოდ, მათგან იანვრიდ სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა მოსალოდნელი არაა.