თვის საუკეთესო მოთამაშე - ალექსანდერ-არნოლდი

დეკემბრის თვის საუკეთესო "ლივერპულელად" ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი დასახელდა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმა დღეს გაავრცელა.

გასულ თვეში ინგლისელმა მცველმა 8 შეხვედრა ჩაატარა - მან თავი 4 საგოლე გადაცემითა და 1 გოლით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა გამარჯვების გოლი რობერტო ფირმინომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში, რომელიც "ლივერპულმა" რამდენიმე დღეში მოიგო კიდეც.

გამოკითხვაში მეორე ადგილი რობერტო ფირმინომ დაიკავა. მომო სალაჰი კი მესამე პოზიციას დასჯერდა.

"ეს ჯილდო ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მთლიანად კლუბისთვის ძალიან კარგი თვე იყო. ტიტული მოვიგეთ და ლიგაშიც მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ. ახლა ამაყი ვარ და იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებ." - ციტირებს არნოლდის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

აქვე გეტყვით, რომ განვლილ თვეებში საუკეთესოებად "ლივერპულის" შემდეგი მოთამაშეები სახელდებოდნენ:

აგვისტო - მოჰამედ სალაჰი
სექტემბერი - რობერტო ფირმინო
ოქტომბერი - ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი
ნოემბერი - სადიო მანე

1 კომენტარები
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen