"ლივერპულში" ცვლილებები გრძელდება

ბოლო დღეებში "ლივერპულმა" რამდენიმე მოთამაშე გაანათხოვრა, ერთი კი გაასხვისა:

* ალან როდრიგეს დე სოუზა "ატლეტიკო მინეიროს" ფეხბურთელი გახდა. ტრანსფერი ოფიციალურად დღეს დადასტურდა. 22 წლის ნახევარმცველი "ლივერპულს" 2015 წლის ზაფხულში "ინტერნასიონალიდან" შეუერთდა. "წითლებმა" მის სანაცვლოდ 500,000 ფუნტი გადახაიდეს. ბრაზილიელი ვერ აკმაყოფილებდა ლიცენზიისთვის საჭირო მოთხოვნებს, ამიტომაც ის ჯერ ფინეთში, შემდეგ კი ბელგიაში, კვიპროსსა და გერმანიაში გაანათხოვრეს.

2019 წლის თებერვლიდან კი ალანი იჯარის წესით "ფლუმინენსეში" თამაშობდა. როგორც ცნობილია, მის სანაცვლოდ "ლივერპული" 3.2 მილიონ ფუნტს მიიღებს.

* დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ლიამ მილარი მერსისაიდში დაბრუნდა. კანადელმა თავდამსხმელმა აგვისტოში კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. 20 წლის ფეხბურთელმა სეზონის პირველი ნახევარი შოტლანდიის ჩემპიონარტში, კერძოდ "კილმარნოკში" გაატარა, სადაც 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

* ისააკ კრისტი-დევისი სეზონის ბოლომდე "სერკლ ბრიუგეს" ღირსებას დაიცავს. 22 წლის ნახევარმცველი "ლივერპულის" სარეზერვო გუნდის წევრია. პირველ გუნდში მას თამაშის საშუალება "ასტონ ვილასთან" მატჩში მიეცა, რომელშიც "წითლები" 0:5 დამარცხდნენ.

"სერკლ ბრიუგე" ახლა მალტაში გადის შეკრებას. ბელგიის ჩემპიონატში კლუბი 21 ტურის შემდეგ ბოლო ადგილს იკავებს - 11 ქულით.

* "ლივერპულმა" რაიან ბრიუსტერიც გაანათხოვრა. როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისელი თავმდასხმელი სეზონის ბოლომდე "სუონსის" ღირსებას დაიცავს. "გედები" ახლა ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებენ და პრემიერ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვიან. 

რამდენიმე დღის წინ უკვე გაცნობეთ ახალგაზრდა თავდამსხმელის შესახებ, რომელიც "ლივერპულმა" "ბრენტფორდის" სარეზერვო გუნდიდან დაიმატა. 

2 კომენტარები
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen