"წითლები" კვლავ გამოარჩიეს

პრემიერ ლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დასახელდა. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა სპეციალისტმა ეს ჯილდო მიმდინარე სეზონში უკვე მეოთხედ მიიღო.

დეკემბერი "წითლებისთვის" მართლაც გამორჩეული თვე იყო. წელი მერსისაიდელებმა ცხრილში 13 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს. გასულ თვეში კლოპის გუნდმა "ევერტონს", "ბორნმუთს", "უოტფორდს", "ლესტერსა" და "ვულვზს" მოუგო.

აღნიშნული ჯილდოსთვის კლოპის გარდა ნაიჯელ პირსონი და ოლე გურან სოლშერიც იბრძოდნენ.


თვის საუკეთესო მოთამაშედ კი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი დასახელდა. 

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ინგლისელმა მცველმა პრემიერ ლიგის 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი დახმარებით გუნდმა კარი მშრალად ოთხჯერ შეინახა. ამასთანავე, არნოლდმა აქტივში 1 გოლი და 3 ასისტი ჩაიწერა.


4 კომენტარები
  • Ynwa Scousers

    კლოპოოო მოდუნდი ცოტაა ძაან ჩაგრავ ბრენდანას :)

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    იყო დრო როცა არნოლდი გამოჩნდა სასტავში ბევრმა ვთქვით ეს ვინ ჩემი ყ... და რაღა ვინ არის,ტიპი მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველობას ჩალიჩობს. კლოპს ისეთი სეზონი აქვს რო კიდე 4ჯერ მოიგებს ამ სეზონში

    პასუხი გასაჩივრება
  • დივოკ ორიჯი 222

    კლოპინიო ისევ მოწოდების სიმაღლეზეა

    პასუხი გასაჩივრება
  • gio_chyoi

    კიდევ ერთიც და გუარდიოლას რეკორდს მოხსნის კლოპი. 4-ჯერ მარტო მაგას ქონდა მოგებული ერთ სეზონში ეს ჯილდო შარშანწინ. სეზონის ბოლომდე უეჭველი აიღებს ერთხელ მაინც კიდევ კლოპი

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen