კლოპის ვერდიქტი

პრემიერ ლიგის 22-ე ტურში "ლივერპული" გასვლაზე ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა. 

შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ეს ერთადერთი გოლი მატჩის პირველ ნახევარში რობერტო ფირმინომ გაიტანა.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

მოპოვებული გამარჯვება...
ამისთვის უნდა გვეთამაშა, უნდა გვებრძოლა. შეგვეძლო თამაშის ბედი უფრო ადრე გადაგვეწყვიტა და ეს უნდა გაგვეკეთებინა კიდეც. გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ და მთელ რიგ ეპიზოდებში უკეთ მოქმედება გვმართებდა. "ტოტენჰემის" მსგავსს გუნდთან იღბალიც საჭიროა დღეს გაგვიმართლა კიდეც 1-2 ეპიზოდში. ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად მოვიპოვეთ 3 ქულა. დიახ, ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მაინც კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ.

ფირმინოს თამაში და გოლი...
როცა თამაშის შემდეგ მისკენ წავედი, ბობიმ მითხრა: "ვიცი, უფრო მეტი გოლი უნდა გამეტანა". ეს ნამდვილად არ იყო ის, რის თქმასაც ვაპირებდი მე, თუმცა შესაძლოა, ის მართალიცაა. რობერტო სუპერ, სუპერ ფეხბურთელია და ამას პირველად არ ვამბობ და იმედია, არც უკანასკნელად. მან შთამბეჭდავად ითამაშა.

21 მატჩში დაგროვებული 61 ქულა...
ვცდილობ შესაფერისი პასუხი გაგცეთ, მაგრამ როცა ამ ფაქტზე მეუბნებით, არანაირი გრძნობა არ მეუფლება. მრავალი წელია ამ საქმეში ვარ და ადრე თუ ვინმე მეტყოდა, რომ ასეთ შედეგს მივაღწევდი, ვიტყოდი, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ ახლა, მართლაც არაფერს ვგრძნობ. დიახ, ეს განსაკუთრებულია, მაგარია, მაგრამ ახლაც კი, მატჩის შემდეგ ვსაუბრობთ რისი გაკეთება შეგვეძლო უკეთ. ვცდილობთ სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის ბაზისი შევქმნათ. აქვე, მადლობა ყველას, ვინც ეს სტადიონი ააშენა - აქ ლიგაში ალბათ საუკეთესო გასახდელებია. 

6 კომენტარები
  • gio_chyoi

    კლოპ გიჟი ხარ რა. მარა მაინც მთავარი მატჩი წინ გაქვს, იმ პიტალო სულშერის ჩასვრილი სახე უნდა მანახო სხვა არ მინდა არაფერი

    პასუხი გასაჩივრება
  • chipe

    ლივერპულისთვის დამთავრებული არაფერია,სხვა გუნდებისთვის კი smile ისე მართალს ამბობს და უფრო მეტი უნდა გაგვეტანა. ბევრ მომენტებში ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდნენ,თუნდაც ორიჯის მომენტი რად ღირს. საითაც მოძრაობდა იქეთ დაურტყა და ფორვარდს უკეთესად შეუძლია დარტყმა ასეთ დროს. ტყუილად ხომ არ თამაშობენ მაგ პოზიციაზე,თუ მეკარის მოძრაობის შემჩნევა და კარგი დარტყმა არ შეუძლიათ. ასეათუისე მოვიგეთ,მაგრამ როცა გადატვირთული გრაფიკში გიწევს თამაში,მაშინ მწვრთნელს საშუალება უნდა მისცე დაგასვენოს. 2-0 ან 3-0 თავისუფლად შეიძლებოდა მინამინოს თამაში,რაც ბობის დაასვენებდა და დანარჩენებიც უფრო მშვიდად ითამაშებდნენ.აი ეს კომპონენტიც რო გამოასწორონ მართლა შეუჩერებლები იქნბიან. ისე აჭარას მაგარი ჩამოსხმა კომენტატორები ყავთ. თამაშის დროს დაყვირება გამიგია,მაგრამ ღნავილი არა. ერთერთი მანჩესტერის ფანია და თამაშის დროს უნდა გავაჩუმოთ. მერე იძახოს ვან ბისაკები და გრინვუდები

    პასუხი გასაჩივრება
  • reversi

    gio_chyoi,
    კიდევ ერთი მწვრთნელი უნდა გააგდებინოს ვუდვორდს და ფაქტიურად სპორტულ დირექტორად დანიშნავენ ამას :დდდ

    პასუხი გასაჩივრება
  • დივოკ ორიჯი 222

    კლოპ შე თელაძუა შე

    პასუხი გასაჩივრება
  • _z_l

    ახალი რეკორდი და წარმოუდგენელი გუნდური თამაში. სწორი და დროული როტაცია და საჭირო დროს, საჭირო ფეხბურთელების ათამაშება. ამ სეზონში 16 ფეხბურთელს აქვს გოლი გატანილი. არა მგონია, სხვა რომეიმე კლუბს მსგავსი შედეგი ჰქონდეს. ეს ამ კაცის დამსახურებაა.აქამდე მიდიოდა ეს კაცი ნაბიჯ-ნაბიჯ.

    პასუხი გასაჩივრება
  • mesxo_lfc

    ჩვენს გუნდში პირველ რიგში ადამნიები გვყავს და მეორე რიგში პროფესიონაი ფეღბურთელები... სხვა გუნდებისგან განსხვავებით,,,და ეს ჩვენი გენიის დამსახურებაა...ის რომ არიყოს დამიანი ფეღბურთელებიც გეთები ეყოლებოდა... ''ჯოზე''

    პასუხი გასაჩივრება
დატოვეთ კომენატრი

  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent

reload, if the code cannot be seen