ოფიციალურად: იურენ კლოპმა "ლივერპულთან" კონტრაქტი 2026-წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა!
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გერმანელმა სპეციალისტმა ფანებს ვიდეოთი მიმართა:
"რაღაც გვაქვს გამოსაცხადებელი - ზოგს მოეწონება, ზოგს არა, მაგრამ აქ კიდევ 2 წლით ვრჩები! თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მე არა - აქ რჩება ჩემი მთლიანი სამწვრთნელო შტაბი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
რატომ დავრჩი? იმიტომ, რომ ასე ჩემ ცოლს უნდოდა, ხოლო როგორც კარგმა ქმარმა, ეს გადაწყვეტილება მივიღე.
იცით, რომ ძალიან მიყვარს ეს კლუბი, ეს ჩემთვის საუკეთესო ადგილია. თავს ძალიან, ძალიან იღბლიანად ვგრძნობ, რომ 6,5 წლის წინ "ლივერპულში" აღმოვჩნდი, ახლა კი აქ ვართ, კიდევ 2 წლით.
იმედი მაქვს, რომ დარჩენილ 4 წელში ყველანი ერთად ვისიამოვნებთ", - განაცხადა კლოპმა.