მიუნხენის "ბაიერნი" "ლივერპულის" ვარსკვლავით, სადიო მანეთი დაინტერესდა - იტყობინება Sky Germany.
როგორც ირკვევა, მიუნხენური გრანდისთვის სენეგალელი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, არაა გამორიცხული სერჟ გნაბრისა და მანეს გაცვლის ვარიანტიც - ჯერჯერობით, კონკრეტულად არაფერი იწერება, თუმცა ჭორის დონეზე ეს შესაძლებლობაც განიხილება.
ტრანსფერის შანსებს ზრდის ისიც, რომ მანესა და "ლივერპულს" შორის მოლაპარაკებების პროცესი პრობლემატურად მიმდინარეობს - ჯერ სადიოს დარჩენა გადაწყვეტილი არაა.