ინგლისური მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" 72 წლის გულშემატკივარმა ფილ უორთინგტონმა ტოტალიზატორში საკმაოდ უცნაური ფსონი გააკეთა.
ფილმა 100 გირვანქა "ლივერპულის" ქუადრუპლის (4 ტიტულის ერთ სეზონში მოგება) მოგებაზე დადო.
მერსესაიდებელის წარმატების შემთხვევაში, უორთინგტონი 100 000 გირვანქის სახით, საკმაოდ სოლიდურ თანხას დაეუფლება.
"წითელი ეშმაკების" ქომაგის თქმით, მას "ლივერპულის" გამარჯვება არ უნდა უნდოდეს, თუმცა ასეთ კოეფიციენტზე უარი ვერ თქვა.
მოიგებს თუ არა უორთინგტონი 100 000 გირვანქას, ამას სულ რამდენიმე კვირაში გავიგებთ.