როგორც მოგეგხსენებათ, უკვე ამ შაბათს, 14 მაისს, "უემბლიზე", "ლივერპული" FA თასის ფინალში ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.
"არისტოკრატთა" მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს დიდად არ სჯერა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში გუნდს ნ'გოლო კანტე და მატეო კოვაჩიჩი დაეხმარებიან.
მერსესაიდებს კი ამ თამაშში მხოლოდ ფაბინიო გამოაკლდებათ, რომელმაც დაზიანება "ასტონ ვილასთან" მატჩში მიიღო.
ბოლო ცნობების თანახმად, ბრაზილიელი ნახევარმცველი გუნდს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაეხმარება.