ლისაბონის "ბენფიკადან" ტრანსფერის შემდეგ, რუბენ დიაში "მანჩესტერ სიტის" წამყვან ფიგურად და კაპიტნად ჩამოყალიბდა.
მიუხედავად ამისა, ეტიჰადელთა ასევე ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დე ბრუინის ოცნების 5-ეულში, დიაშის ნაცვლად, ვირჯილ ვან დაიკის ადგილი მოიძებნა.
"ვფიქრობ ის ადგილს იმსახურებს. ვან დაიკი ტრავმამდე უბრალოდ გასაოცარი იყო. რთულია გადაჭრით თქმა, რომ ვინმე ვინმეს სჯობს, მაგრამ დიდი ალბათობით, ვირჯილ ვან დაიკი მსოფლიოს ტოპ 3 მცველია, რუბენ დიაშთან და სხვებთან ერთად."
ბელგიელის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ლეო მესი - ნეიმარი - ნ'გოლო კანტე - ვირჯილ ვან დაიკი - ბერნარდო სილვა.