იურგენ კლოპი მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში აქტიურად საუბრობს სეზონის დროს უამრავი თამაშზე, რაც ფეხბურთელების ჯანმრთელობის მხრივ პრობლემატურ საკითხად მიაჩნია.
რამდენიმე წლის წინ უეფამ კიდევ ერთი ახალი ტურნირი, ერთა ლიგა შექმნა, თუმცა გერმანელი სპეციალისტი ამ იდეის დიდი მოყვარული არაა:
"ეს ყველაფერი უეფას პრეზიდენტთანაც არ დამიმალავს - მათ მიმართ კეთილგანწყობილი ერთა ლიგის გამო არ ვარ.
რატომ? ჩვენ ახლა სეზონს ვამთავრებთ, ფეხბურთელებმა დაახლოებით 60-ზე მეტ თამაშში მიიღეს მონაწილეობა, ამას კი ერთა ლიგის თამაშები ემატება, ეს სიგიჟეა.
ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, უეფა უფრო მეტი შემოსავლის მიღებაზე ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან თუ იმუშავებს, ხოლო ერთა ლიგას გააუქმებს. ესაა პრობლემის მოგვარების ჩემეული გზა.
მიმაჩნია, რომ ერთა ლიგა ერთ-ერთი ყველაზე სულელური იდეა იყო ფეხბურთის ისტორიაში", - განაცხადა მან.