ჯუდ ბელინგემი პრემიერ ლიგული გრანდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტრანსფერია, მსურველებს შორისაა "ლივერპულიც".
ინგლისელმა ნახევარმცველმა დღეს მედიასთან საუბრისას დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონს აუცილებლად "დორტმუნდში" გაატარებს:
"როდესაც მომავალზე ვფიქრობ, მხოლოდ "დორტმუნდის" შემდეგ თამაშს განვიხილავ. მოუთმენლად ველი მომდევნო სეზონს. დიახ, მომდევნო სეზონში გარანტირებულად გერმანული გუნდის ღირსებას დავიცავ", - განაცხადა მან.
ცნობისთვის, ბელინგემის გადაბირება უნდა როგორც "მანჩესტერ სიტის", ასევე მადრიდის "რეალსაც".