როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპული" "მონაკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველს, ორელიენ ჩამენის აქტიურად აკვირდება და მერსესაიდები მისი დამატების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან.
ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველის პრიორიტეტი "ლივერპულში" ტრანსფერია.
შეგახსენებთ, რომ ჩუამენის დამატებით ასევე მადრიდის "რეალი" და "პარი-სენ-ჟერმენი" ინტერესდებიან.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ორელიენმა 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მას 5 გოლი და 3 ასისტი დაუგროვდა.