როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ვირჯილ ვან დეიკმა მუხლის დაზიანება მიიღო, რის გამოც უკვე რამდენიმე მატჩი გამოტოვა.
The Athletic-ის ჟურნალისტის, ჯეიმს პირსის ინფორმაციით, ნიდერლანდელი მცველი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და მადრიდის "რეალთან" მატჩისთვის ის სრულ მზადყოფნაში იქნება.
შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, პარიზში, "სტად დე ფრანსზე", "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლოს ბლანკოსს" დაუპირისპირდება.