სათამაშო დროის უკმარისობის გამო, "ლივერპულის" ფეხბურთელს, ტაკუმი მინამინოს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, კლუბის დატოვება სურს.
იურგენ კლოპს სურს იაპონელი თავდამსხმელის შენარჩუნება, თუმცა მწვრთნელი არ დადგება ტაკის გზაზე, თუ ის წასვლას გადაწყვეტს.
LaLaziosiamonoi-ს ინფორმაციით, მერსესაიდულ კლუბს მინამინოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს.
იაპონელი ფეხბურთელთ "ლიდს იუნაიტედი", მილანის "ინტერი" და "ლაციო" ინტერესდებიან.