ანჩელოტი "ლივერპულისთვის" ემზადება - იტალიელის განსაკუთრებული გეგმა

ანჩელოტი "ლივერპულისთვის" ემზადება - იტალიელის განსაკუთრებული გეგმა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" 28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

ფინალური დაპირისპირების აფიშა საკმაოდ დიდია, რადგან ეს კლუბები ერთმანეთს 4 წლის წინაც შეხვდნენ, მაშინ გამარჯვება "სამეფო კლუბს" დარჩა - 3:1.

ბუნებრივია, "ბლანკოსში" უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის დიდი მზადებაა და ეს პირველ რიგში მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის ეხება.

თუ DefensaCentral-ს დავუჯერებთ, იტალიელმა სპეციალისტმა საკუთარი შეგირდებისთვის 2 მცირე ვიდეო მოამზადა.

პირველი ფილმი ემოციური ხასიათისაა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ქამბექებს, გოლებსა და ლამაზ მომენტებს აღწერს.

რაც შეეხება მეორე ფილმს, ის ძირითადად ტაქტიკურ ანალიზს შეიცავს, რომელშიც "რეალისა" და "ჩელსის" თამაში იქნება მიმოხილული, რადგან კლოპის გუნდი სწორედ "არისტოკრატების" სტილში თამაშობს.

1 თვის წინ
336 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 220
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ