როგორც იცით, France Football ყოველწლიურად საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს და ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოს ოქროს ბურთს გადასცემს.
პრიზის გათამაშების შეცვლილი წესების მიხედვით, მეტი ყურადღება არა ტიტულების რაოდენობას, არამედ ინდივიდუალურ მიღწევებს მიექცევა.
ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამორჩეული "ლივერპულის" შემტევი, მო სალაჰია, რომელიც ბრწყინვალე სეზონს ატარებს.
რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ 2021/22 წლების სეზონის ოქროს ბურთის გათამაშება 17 ოქტომბერს ჩატარდება.
აქვე გეტვით, რომ გამოცემა Goal-მა აღნიშნული პრიზის მოგების ფავორიტად კარიმ ბენზემა დაასახელა.