ანჩელოტი: "ლივერპული ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"

ანჩელოტი: "ლივერპული ამ მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება.

მადრიდის "რეალი" "სტად დე ფრანსზე" "ლივერპულს" დაუპირისპირდება, გულშემატკივრებს 2018 წლის ფინალის დაპირისპირება მეორედ ელით.

აღნიშნული შეხვედრის წინ, "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მედიის წარმოამდგენლებთან ისაუბრა, სადაც მერსისაიდული გრანდის საკითხსაც შეეხო:

"ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით, "ლივერპული" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მთელს მსოფლიოში, მაგრამ მატჩის დროს, არ არის ეს ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი.

"კიდევ ერთი ქამბექი ფინალში? იმედია, ეს არ იქნება. ვიმედოვნებ, რომ "ლივერპულს" ერთხელ მაინც მოუწევს დაქამბექება (იცინის).

"ჩვენ პენალტების დამრტყმელების საუკეთესო სია უნდა შევადგინოთ იმ შემთხვევაში, თუ საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა", - განაცხადა მან.

1 თვის წინ
492 / 0
ლუკა
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 220
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ