მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, რონალდინიომ, "ლივერპულის" ლიდერის, მოჰამედ სალაჰის შესახებ კომენტარი გააკეთა.
"სალაჰთან ერთად თამაშს ვისურვებდი."
"ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რომლის ყურებაც ყოველთვის მიყვარს."
"რჩევა სალაჰს მის მომავალთან დაკავშირებით? მთავარია ის იყოს ბედნიერი, ფეხბურთი ბედნიერების წყაროა და არ აქვს მნიშვნელობა რომელ კლუბში ითამაშებ მომავალში." - თქვა რონალდინიომ.