"დორტმუნდის" დატოვების შემდეგ, იურგენ კლოპმა არჩევანი "ლივერპულზე" გააკეთა, მის გადაწყვეტილებაში კი წვლილი სერ ალექს ფერგიუსონმაც შეიტანა.
შოტლანდიელმა ლეგენდალურმა სპეციალისტმა კლოპს ურჩია, რომ გადასულიყო დიდი ისტორიის მქონე გუნდში.
დღეს, კლოპი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, ის კი ფერგიუსონმა დააჯილდოვა, ალექსმა კი ხუმრობით განაცხადა:
"შევცდი, კლოპისთვის უნდა მერჩია, სკანტჰორპ იუნაიტედში გადასვლა უნდა მერჩია!"
იურგენის პასუხი კი ასევე იუმორნარევი იყო:
"მისი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც კი ვერ გავიგე!"