ყველაფერი კიდევ უფრო გასერიოზულდა - რას აპირებს "ბაიერნი" მანესთან მიმართებაში

ყველაფერი კიდევ უფრო გასერიოზულდა - რას აპირებს "ბაიერნი" მანესთან მიმართებაში

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, მიუნხენის "ბაიერნი" "ლივერპულის" თავდამსხმელის, სადიო მანეს დამატებით დაინტერესდა.

BILD-ის ინფორმაციით, ახლა "რეკორდმაისტერის" გეგმები კიდევ უფრო გასერიოზულდა და ისინი სენეგალელ ფეხბურთელს ზაფხულის მთავარ სამიზნედ განიხილავენ.

დიდი ალბათობით, რობერტ ლევანდოვსკი გერმანულ კლუბს დატოვებს და სწორად ამიტომ, "ბაიერნი" მანეს ტრანსფერს სერიოზულად მიუდგა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის 50 მატჩში სადიოს 23 გოლი და 5 ასისტი დაუგროვდა.

1 თვის წინ
239 / 0
Vasili
poll გამოკითხვა

როგორ ფიქრობთ, მოახერხებს თუ არა "ლივერპული" წელს ყველა ტიტულის მოგებას?

კი
არა
სულ პასუხები: 220
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ